ეს
ხელშეკრულება და მისი დანართი (შინაგანაწესი) არეგულირებს შპს “ასპრია ჯგუფი”-სა,
(შემდგომში „Aspria“), და მის კლიენტს, (შემდგომში
„წევრი“), შორის ურთიერთობებს.
1.
Aspria სთავაზობს წევრს ყველა ფილიალში ფიტნეს დარბაზით, 07:00 საათიდან
23:00-საათამდე, ხოლო ვაკის ფილიალში 24 საათით სარგებლობის უფლებას. წევრი კი
თავის მხრივ კისრულობს,ხელშეკრულებით გათვალისწინებული საზღაურის გადახდასა და
ამ ხელშეკრულებისა და მისი დანართით გათვალისწინებული წესების (შინაგანაწესის)
დაცვას.
2.
Aspria-ს თავის წევრებს სთავაზობს კონსულტაციებს 09:00-23:00პერიოდში , ხოლო
23:00-დან 09:00-მდე პერიოდში წევრმა დამოუკიდებლად უნდა დაიცვას უსაფრთხოების
წესები. Aspria არ აგებს პასუხს პერსონალის მითითებების შეუსრულებლობის და/ან
უსაფრთხოების წესების დაუცველობის მიზეზით წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობის
გაუარესებაზე.
3.
Aspria-ს დარბაზში შესასვლელად წევრმა უნდა გამოიყენოს QR- აპლიკაცია.
ასპრიის აუზე შესასვლელად წევრმა უნდა გამოიყენოს მომხმარებლის სამაჯური.
სამაჯურის დამზადების ღირებულებაა 15 ლარი.
სამაჯურის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში
სამაჯურის ხელმეორედ დამზადების ღირებულებაა 15 ლარი. სამაჯურის თან არ ქონის
შემთხვევაში, წევრი სავარჯიშოდ დაიშვება თვის განმავლობაში მაქსიმუმ სამჯერ.
4.
წევრობის QR- ის ან სამაჯურის გამოყენების უფლება აქვს მხოლოდ წევრს.
აღნიშნულის მესამე პირზე
გადაცემა აკრძალულია. ამ წესის დარღვევის შემთხვევაში Aspria უფლებამოსილია
პირგასამტეხლოს სახით დააკისროს წევრს 250 ლარის გადახდა, ასევე მესამე პირის
მიერ მიყენებული ზარალის ანაზღაურება ან ორივე მხარის წევრობის სტატუსის შეჩერება.
5.
თავის მხრივ ასპრიას წევრი ვალდებულია აანაზღაუროს მისი მიზეზით გამოწვეული
ზარალი.
6.
ყოველთვიური
და/ან ყოველწლიური შენატანი გადახდილი უნდა იყოს წინასწარ.
7.
Aspria პასუხს არ აგებს წევრის ნივთებსა და ძვირფასეულობაზე,
მათ შორის კარადაში შენახულ/დატოვებულ
ნივთებზე.
8.
აკრძალულია რეცეპტით გასაცემი მედიკამენტების შეტანა,
რომელიც არ არის განკუთვნილი
წევრის პირადი ან ექიმის დანიშნულებით გამოყენებისათვის.
აკრძალულია წევრის მიერ
ფილიალის ტერიტორიაზე ასეთი საშუალებების უსასყიდლო ან ანაზღაურებით
შეთავაზება,
მიწოდების ხელშეწყობა, ან მათი რაიმე გზით
სხვისთვის ხელმისაწვდომობა.
9.
წევრი ვალდებულია დაიცვას ჰიგიენის ქცევისა და
ზნეობის ნორმები. წინააღმდეგ შემთხვევაში,
Aspria უფლებამოსილია სანქციის
სახით გამოიყენოს სხვადასხვა დასაშვები ფორმები,
მათ შორის წევრობის სტატუსის
დროებითი ან მუდმივი შეჩერება.
10.
გამომდინარე იქედან, რომ Aspria არ ამოწმებს წევრის ჯანმრთელობის
მდგომარეობას,
წევრი ვალდებულია მიაწოდოს საკმარისი ინფორმაცია
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის
შესახებ.
11.
Aspria უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება
წევრის მიერ
ხელშეკრულების ნებისმიერი პუნქტის
დარღვევის შემთხვევაში. ასეთ შემთხვევაში,
წევრს უკან არ დაუბრუნდება გადახდილის
საზღაური და სამაჯურის დამზადების თანხა.
12.
ცენტრი თავისი ტერიტორიის ზედამხედველობას
ახორციელებს ნაწილობრივ
ვიდეოკამერებით და განსაზღვრული დროით ინახავს
ჩანაწერებს უსაფრთხოების მიზნით.
13.
წევრის მხრიდან აბონემენტის ცალმხრივად ვადაზე
ადრე შეწყვეტის შემთხვევაში მას
უკან არ დაუბრუნდება გადახდილის საზღაური
და ბარათის დამზადების თანხა.
14.
ამ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერით, ასპრიას წევრი თანხმობას
გამოხატავს
საჭიროებისამებრ მიიღოს ასპრიასგან სხვადასხვა
ტიპის ინფორმაცია მოკლე ტექსტური
შეტყობინებით ან კომუნიკაციის ნებისმიერი სხვა საშუალებებით.
15.
ამ
ხელშეკრულების რომელიმე პუნქტის ბათილობა გავლენას არ
ახდენს ხელშეკრულების
დანარჩენი დებულებების მოქმედებაზე.
16.
Aspria-ს შინაგანაწესი წარმოადგენს ამ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.